03:16 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-13 14:08:33, 709 ნახვა

სამართალი
14 წლის მოზარდის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 23 წლის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ, 14 წლის მოზარდის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 23 წლის მამაკაცს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მიიღო და მომდევნო სასამართლო სხდომა 6 აპრილს ჩაინიშნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთში არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით 23 წლის კაცი დააკავეს. ბრალდებულის დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც 16 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის დაწყებული. როგორც ცნობილია, პოლიციამ აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება დააგვიანა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ, 2006 წელს დაბადებულ გოგონასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics