|
2021-02-13 11:04:45, 697 ნახვა
კომენტარი
გიორგი ხანიშვილი: საქართველოში ჩაის სექტორის ეფექტიანი განვითარების ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანი კვლევა ჩატარდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა კვლევის „ჩაის სექტორის მიმოხილვა საქართველოში“ ანგარიში ონლაინ შეხვედრაზე განიხილა. „აღნიშნული დოკუმენტი საქართველოში ჩაის სექტორის განვითარების გზამკვლევი იქნება. ეკონომიკურ გათვლებზე, სწორ ანალიზზე, მსოფლიო პრაქტიკაზე დაფუძნებული დოკუმენტი დაეხმარება როგორც ფერმერებს, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტებს, დასახონ გრძელვადიანი, სტრატეგიული მიზნები და ისე განავითარონ ქართული ჩაის სექტორი“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, კვლევის დოკუმენტზე „ჩაის სექტორის მიმოხილვა საქართველოში“ მუშაობა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სპეციალისტებმა გასულ წელს დაიწყეს. დოკუმენტის შემუშავებაში ჩართული იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები და ეკონომიკის მკვლევარები. მომზადდა შესაბამისი რეკომენდაციები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კვლევის შედეგების გაცნობის და მეჩაიეობის სექტორში არსებული გამოწვევებისა და პერსპექტივების განხილვის მიზნით, ახლო მომავალში, ჩატარდება კონფერენცია, სადაც მოწვეულნი იქნებიან ჩაის სექტორით დაინტერესებული მხარეები, მწარმოებლები, მეცნიერები, საერთაშორისო ექსპერტები და შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები. ონლაინ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)