|
2021-02-10 19:31:27, 495 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - თუ ნიკა მელია საპატიმროში აღმოჩნდა, შეეცდებიან, რომ პოლიტპატიმრად გაყიდონ
„თუ ნიკა მელია საპატიმროში აღმოჩნდა, შეეცდებიან, რომ პოლიტპატიმრად გაყიდონ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს. როგორც ის „რუსთავი 2“-თან აღნიშნავს, ჰგონია, რომ ნიკა მელია თავს ვერ გაწირავს და გირაოს გადაიხდის. „ფაქტია, რომ ნიკა მელია თამაშობს მიხეილ სააკაშვილის თამაშს, მაგრამ მე ნიკა მელია სულელი ნამდვილად არ მგონია, ან უჭკუო. ადამიანი უნდა იყოს თავგანწირული და თან უჭკუო, რომ მიხეილ სააკაშვილის თამაში რომ ითამაშოს. ნიკა მელია, ფაქტობრივად, თავის თავს იჭერს, აღკვეთის ღონისძიებას არ ასრულებს. მიხეილ სააკაშვილი და მისი პოლიტიკური გუნდი შეეცდება, რომ თუ ნიკა მელია საპატიმროში აღმოჩნდა, შეეცდებიან რომ პოლიტპატიმრად გაყიდონ. არ მგონია, ნიკა მელია უჭკუო ან ისეთი თავგანწირული იყოს, ის გადაიხდის გირაოს, თავს ვერ გაწირავს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)