|
2021-02-09 16:11:20, 549 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - გიორგი გახარიას გადაყენებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია მიზანმიმართული ჭორაობაა
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია მიზანმიმართული ჭორაობაა. მისი თქმით, მსგავსი ინფორმაციის გავრცელება ემსახურება მიზანს, რომ საზოგადოებაში გააჩინოს ეჭვი, თითქოს „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირებაა. „ეს არის სრული სისულელე, მიზანმიმართული ჭორები იმისთვის, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და გააჩინონ ეჭვები, რომ თითქოს ქართულ ოცნებაში არის რაღაც შიგნით დაპირისპირება კონკრეტულ პოლიტიკოსებს, ადამიანებს შორის. ეს არის აბსურდი და ძალიან დიდი ტყუილი. სერიოზულად მიჭირს ამაზე პასუხის გაცემა. პოლიტსაბჭოს შეიძლება ვიღაც დაესწროს, ვიღაც არ დაესწროს. არის ისეთი საკითხები, რომელზეც არის სრული კონსენსუსი და შესაძლებელია ვიღაც ვერ მოვიდეს, გარკვეული შეხვედრების და გადაუდებელი ღონისძიებების გამო. ამიტომ, აქ არანაირი პრობლემა არ არსებობს იმისა, რომ იყოს აზრთა სხვადასხვაობა კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში“, - განაცხადა კალაძემ.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)