|
2015-10-05 14:24:34, 2859 ნახვა
რეგიონი
ფოთის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძება გაიმართა
4 ოქტომბერს პედაგოგთა პროფესიული დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძება მოეწყო. ღონისძიებას ფოთის მერი ირაკლი კაკულია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი გოჩა ქორქია, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიოლი და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ირაკლი კაკულიამ პედაგოგებს პირადად მიულოცა პროფესიული დღესასწაული . “ მეც ვუერთდები ამ ღირსშესანიშნავ დღეს და მთელი გულით ვულოცავ ჩვენს მასწავლებლებს პროფესიულ დღესასწაულს. პატრიოტიზმი, შრომისადმი სიყვარული, სიმართლისთვის ბრძოლა ბავშვობიდან, ახალგაზრდობიდან იწყება და ამის ჩამოყალიბებაში მასწავლებელთა როლი განუსაზღვრელია. ჩვენმა მასწავლებლებმა უმძიმესი წლები გამოიარეს - ურთულესი ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლის მიუხედავად, შეუფერებლად დაბალი ანაზღაურების მიუხედავად, მათ უარი არ თქვეს საკუთარ პროფესიაზე და შეძლეს ღირსეული თაობების აღზრდა ქვეყნისათვის”, - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ქალაქის მერმა პედაგოგებს ფულადი პრემია ფოთის მერიამ, ფოთის პორტმა და ნელი გეგეშიძის საქველმოქმედო ფონდმა გადასცა. მათ პროფესიული დღე "ცისფერმა ტრიომ" კონცერტით მიულოცა. ღონისძიება განათლების, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით მოეწყო.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)