|
2021-02-06 19:37:57, 584 ნახვა
კომენტარი
სალომე ზურაბიშვილი დავით-გარეჯზე - ჩემი მინისტრობის პერიოდშიც იყო შეუთანხმებელი მონაკვეთები საზღვარზე
„ჩემი მინისტრობის პერიოდშიც იყო შეუთანხმებელი მონაკვეთები საზღვარზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო იწყება და მთავრდება საზღვრებით და რომ არა საზღვრები, ეს სახელმწიფო სრულყოფილი არ არის. „მე როცა ვიყავი მინისტრი, დავსვი კითხვა, ჩვენ რამდენი წელია, დამოუკიდებელი ქვეყნები ვართ, ძალიან კარგი ურთიერთობებით ბევრი მიმართულებით და ჯერ არ გვაქვს დასრულებული დელიმიტაცია - იყო შეუთანხმებელი მონაკვეთები საზღვარზე. როცა დავბრუნდი, როგორც პრეზიდენტი, დამხვდა იგივე სიტუაცია - რომ შეუთანხმებელია, დელიმიტაცია არ არის და მე მიმაჩნია, რომ სახელმწიფო იწყება და მთავრდება საზღვრებით. რომ არა საზღვრები, ეს სახელმწიფო სრულყოფილი არ არის. მე მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი, ამიტომ ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში პირველივე ვიზიტის დროს დავსვი ეს საკითხი. პრეზიდენტის პასუხი იყო იგივე - დავასრულოთ, რაც დავიწყეთ 30 წლის წინო“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)