09:29 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-05 12:14:52, 600 ნახვა

საზოგადოება
ნოდარ ჯავახიშვილის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევების შესამცირებლად, მუშაობა მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევების შესამცირებლად, ამჟამად  მუშაობა მიმდინარეობს. მისივე თქმით, უკვე  შემუშავებულია  პროექტი, თუმცა ის სერიოზულად დასახვეწია.

"ავტოტრანსპორტის რაოდენობის გაზრდილმა მაჩვენებელმა სარგებელთან ერთად, არასასურველი შედეგებიც მოიტანა. საგზაო შემთხვევების დროს, სიკვდილიანობამაც იმატა, რაც მძიმე ტვირთად აწვება ქვეყანას. ავტოსაგზაო შემთხვევეი ქვეყნის ეკონომიკას, ჯანდაცვის სფეროსაც მძიმე ტვირთად აწევს. ხარჯები საშუალოდ მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-ს შეადგენს.

უნდა შეიქმნას კონკრეტული გეგმა, გატარდეს  ღონისძიება, რამაც უნდა უზრუნველყოს დაშავებულთა ციფრის შემცირება. არის პროექტი, თუმცა ეს სერიოზულად დასახვეწია. უამრავი ღონისძიებაა გასატარებელი, დაწყებული იქიდან, რომ გზა უნდა გაკეთდეს. ამჟამად მიმდინარეობს საუბარი იმაზე, ახალი უწყებაა საჭირო, თუ ახალი გეგმა", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics