|
2021-02-05 19:43:42, 614 ნახვა
კომენტარი
გიორგი ვაშაძე მელიაზე - საცივის ჭამას მორჩნენ, გამოვიდნენ და დაიბარეს
„საცივის ჭამას მორჩნენ, გამოვიდნენ და დაიბარეს“, - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში „ქართული ოცნების“ მიერ დაწესებული სტანდარტების დაღვევის გარდა სხვა გზა აღარ დარჩა. „სამწუხაროდ, სხვა გზა არა გვაქვს ქვეყანაში, გარდა იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ დაწესებული სტანდარტები დავარღვიოთ. არც სასამართლო გვაქვს, არც პროკურატურა, ნულოვანი ნდობა აქვს ყველა ინსტიტუციას. არც პარლამენტი გვაქვს, მთავრობა და პრემიერი კაბინეტიდან არ გამოსულან და ხალხს არ ელაპარაკებიან, ნულოვანია ნდობა. მე ასე დავარღვიე მაგალითად ერთ-ერთი რეგულაცია, როცა დავარღვიე შინაპატიმრობა. შინაპატიმრობაა, აბა რა არის, იძულებით რომ ხარ სახლში, მიუხედავად ჯანმრთელობის, ტესტის და ყველაფრისა. მერე მოუწიათ და შეცვალეს ეს რეგულაცია. ახლა საზღვარზე რომ შემოხვალ, აღარ გჭირდება 12 დღე იყო. ასე უნდა ვიაროთ, სხვა გზა არ არის, რომ ვაიძულოთ ეს ადამიანები, ნორმალური, ცივილური წესებით ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში. მე ვფიქრობ, ეს არის ამის გამოძახილი და დანარჩენი „ქართულ ოცნებაზეა“, რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ, მძიმე ვითარებაში არიან. არ ვიცი, ახლა რატომ გაახსენდათ ნიკა მელიას გირაო, თვე-ნახევარი გავიდა, რაც უნდა დაებარებინათ. ალბათ, საცივს ჭამდნენ და არ ეცალათ. საცივის ჭამას მორჩნენ, გამოვიდნენ და დაიბარეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)