02:46 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-02 12:59:41, 558 ნახვა

პოლიტიკა
თურმე ნაგვის თავზე ჩამომხობა „მოსულა“ და რაღაცის თქმა არა - მდინარაძე ივერი მელაშვილზე თავდასხმაზე

„თურმე ნაგვის თავზე ჩამომხობა „მოსულა“ და რაღაცის თქმა არა“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე გუშინ ივერი მელაშვილზე განხორციელებულ თავდასხმას.

მისივე თქმით, იყო რაღაც გადამეტება მაშინ, როდესაც ივერი მელაშვილს მოღალატე დაუძახეს.

„გუშინ ერთ-ერთი ოპოზიციური მედიის ჟურნალისტმა იმგვარად დამისვა შეკითხვა, რომ მეგონა, რომ ეს იყო უმძიმესი თავდასხმა, ლამის ვიფიქრე შეიარაღებული თავდასხმა ხო არ იყო მეთქი. აუ ასეთი დამოკიდებულება, ასეთი მოცემულობით წარდგენა პოლიტიკოსთან კითხვის არასწორი ფორმით ორმაგ სტანდარტს, მაშინ როდესაც არაფერს არ ნიშნავდა თურმე გამოხატვის თავისუფლება იყო ბათუმში მომხდარი ინციდენტი, სადაც ნაგავი ჩამოამხეს დეპუტატს თავზე, მხოლოდ იმიტომ, რომ მისი პოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას არ დაემთხვა და გუშინდელი ინციდენტი თურმე უმძიმესი თავდასხმა იყო. ეს არის ორმაგი სტანდარტი. თურმე ნაგვის თავზე ჩამომხობა მოსულა და ადამიანს რაღაც უთხრა, ეს თურმე არ მოსულა. იყო რაღაც გადამეტება როდესაც მოღალატეს ეძახდა", - განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics