|
2021-02-01 20:01:38, 726 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - საზოგადოება უნდა გვენდოს, როგორც აქამდე გვენდობოდა
„საზოგადოება უნდა გვენდოს, როგორც აქამდე გვენდობოდა“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფოს გააჩნია გრძელვადიანი პერსპექტივა, რომელიც 4-5 წელზეა გათვლილი. „ჩვენი შედარებით გრძელვადიანი პერსპექტივა უახლოესი 4-5 წელიწადია, როდესაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი გამართლდება და საქართველო კვლავაც იქნება ლიდერი რეგიონში ეკონომიკური ზრდის ტემპის მიხედვით. ჩვენი საშუალოვადიანი გათვლაა, რომ ამ წლის ბოლომდე აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკური პოტენციალი, გაჯანსაღება დაიწყოს და გავიდეთ პოზიტიურ ზრდაზე, რომელსაც ვვარაუდობთ. ჩვენი მოკლევადიანი გათვლაა, უახლოეს პერიოდში, გაზაფხული-ზაფხულზე შევძლოთ, ვუმასპინძლოთ ძალიან ფრთხილად ვაქცინირებულ და ტესტირებულ ტურისტებს, ეს არის ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს გახდეს შესაძლებელი და ჟანგბადი ჩაისუნთქოს ტურისტულმა ინდუსტრიამ, და არამარტო ერთ, არამედ სხვა რეგიონებშიც. აქედან გამომდინარე, უნდა გვენდოს საზოგადოება, როგორც აქამდე გვენდობოდა და შედეგიც დაინახა, რომ ჩვენ ვმართავთ ამ სიტუაციას. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით გაგვიჭირდა მეორე ტალღის დროს, მაგრამ ესეც ავიყვანეთ კონტროლქვეშ, სწორედ აქეთკენ არის ჩვენი თითოეული გადაწყვეტილება მიმართული“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)