13:32 - 25 Jul, 2026
|
2021-01-29 18:37:04, 564 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქოს პრესსამსახური: ინფორმაცია პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით ტყუილია
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მამა ანდრია ჯაღმაიძე, პატრიარქის კოვიდინფიცირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას "ფეისბუქით" ეხმაურება. როგორც მამა ანდრია ჯაღმაიძე წერს, ინფორმაცია პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესებაზე არ შეესაბამება სინამდვილეს. "ბევრი ზარებია ჟურნალისტების მხრიდან. გაცნობებთ, რომ ინფორმაცია პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით, არ შეესაბამება სინამდვილეს", - წერს მამა ანდრია ჯაღმაიძე. შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე კორონავირუსით დაინფიცირდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)