06:30 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-29 09:30:37, 699 ნახვა

მსოფლიო
Novavax-ის ვაქცინამ კორონავირუსის წინააღმდეგ 89,3%-იანი ეფექტიანობა აჩვენა

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Novavax-ის ვაქცინამ დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ კლინიკურ ცდებში კორონავირუსის წინააღმდეგ 89,3%-იანი ეფექტიანობა აჩვენა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, Novavax-ის ვაქცინაზე ჩატარებული კლინიკური ცდების მე-3 ფაზაში 18-დან-84 წლამდე 15 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, მათი 27%-ი 65 წელს გადაცილებული იყო.

ვაქცინამ ეფექტიანობა ბრიტანეთში გამოვლენილი ვირუსის ახალი შტამის წინააღმდეგაც აჩვენა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნულ ფაქტს „კარგი ახალი ამბავი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ახლა პრეპარატი ქვეყნის სამედიცინო მარეგულირებელმა უნდა შეაფასოს.

დიდმა ბრიტანეთმა უკვე შეუკვეთა Novavax-ის ვაქცინაზე ჩატარებული კლინიკური ცდების მე-3 ფაზაში 18-დან-84 წლამდე 15 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, მათი 27%-ი 65 წელს გადაცილებული იყო.

 ვაქცინის 60 მილიონი დოზა.

თუკი ვაქცინა გამოსაყენებლად მედიკამენტების და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოს (MHRA) მიერ დამტკიცდება, დოზების გადაცემა სავარაუდოდ, მიმდინარე წლის მეორე ნახევარში მოხდება.

Novavax-ის ვაქცინაზე ჩატარებული კლინიკური ცდების მესამე ფაზაში 18-დან-84 წლამდე 15 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, მათი 27%-ი 65 წელს გადაცილებული იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics