|
2021-01-27 12:29:51, 588 ნახვა
საზოგადოება
ლოტკინზე ახალი დასასვენებელი სივრცე მოეწყო
ლოტკინზე, კიშინიოვის N24-ში ახალი სპორტული მოედნები და სკვერი მოეწყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მისასალმებელია, რომ ქალაქში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა-განახლება აქტიურად მიმდინარეობს, რაც ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას და საპარკე კულტურის განვითარებას უწყობს ხელს. „ლოტკინზე, კიშინიოვის ქუჩა N24-ში ახალი დასასვენებელი სივრცე მოეწყო. თქვენ იცით, ჩვენი დამოკიდებულება ახალ პარკებთან და სკვერებთან დაკავშირებით. ეს არის ჩვენი პრიორიტეტი, რომ რაც შეიძლება ბევრი რეკრეაციული სივრცე შევქმნათ ქალაქში. კარგია, რომ საპარკე კულტურა შემოდის და ახლა, მიუხედავად ზამთრისა, მსგავს სივრცეებში უამრავი ადამიანი სეირნობს, ასეირნებს ბავშვებს, ვარჯიშობს. მით უმეტეს, ამ პანდემიის პირობებში, მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი. მიხარია, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ არსებული პარკების რეაბილიტაციისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრი მწვანე სივრცე შევქმნათ ქალაქში, რომლითაც უფრო მეტი ადამიანი ისარგებლებს. ასევე, ეს ხელს უწყობს არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამ მიმართულებით უკვე გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯები და ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ლოტკინზე მოწყობილი რეკრეაციული სივრცის ფართობი დაახლოებით, 6 000 კვადრატული მეტრია. „რაც შეეხება აღნიშნულ სივრცეს, კიდევ ერთი მაგარი რეკრეაციული სივრცე შეიქმნა ქალაქში, რომელიც დაახლოებით, 6 000 კვადრატული მეტრი ფართობია. მთლიანად მოხდა მისი განახლება ახალი ხე-მცენარეებით, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნებით, ტრიბუნებით, ველობილიკთ. ასევე, ბავშებისთვის მოეწყო ქვიშის მოედანი და დამონტაჟდა ატრაქციონები. გაკეთდა დასასვენებელი პავილიონი. მოეწყო სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, საპარკე ინფრასტრუქტურა. მოიხატა კედლები და შესრულდა გამწვანების სამუშაოები“, - განაცხადა თბილისის მერმა.
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
უცნობი იუმორისტზე თავდამსხმელის გათავისუფლებაზე - ცემა ძალადობა არის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის
რეჟიმის სასამართლომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი გაათავისუფლა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)