22:25 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-22 12:13:17, 582 ნახვა

პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი - ოპოზიცია „ქართულ ოცნებასთან“ ინდივიდუალური შეხვედრების გამართვას არ გეგმავს

ოპოზიცია „ქართულ ოცნებასთან“ ინდივიდუალური შეხვედრების გამართვას არ გეგმავს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, იქით მიდის საქმე, რომ „მოქალაქეებსა“ და „ქართულ ოცნებას“  შორის რაღაც შეთანხმება შედგება.

„პოლიტიკაში ყველა საკუთარ გზას ირჩევს, შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებენ ინდივიდუალურად. რა შედეგს მოიტანს ეს შეხვედრა მე მგონი ამას საზოგადოება განსჯის. რაც შეეხება ოპოზიციას,, ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა, ჩვენ არ ვაპირებთ „ქართულ ოცნებასთან ინდივიდუალური შეხვედრების გამართვას. ერთადერთი ფორმატი, რომელიც არსებობს დღეს „ქართულ ოცნებასთან“ სასაუბროდ, ეს არის ჩვენი მეგობარი ელჩების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებები.

სავარაუდოდ იქით მიდის საქმე, რომ რაღაცა შეთანხმება მათ შორის შედგება, არ დაიწყებოდა ალბათ ისე ეს საუბარი, თუმცა ეს ოპოზიციის გეგმებს არ ცვლის“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics