|
2021-01-21 21:55:28, 842 ნახვა
კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე - აგრესორსაც და საქართველოს უკანონო ხელისუფელბას კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ
„აგრესორსაც და საქართველოს უკანონო ხელისუფელბას კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ“, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მისთვის ეს შედეგი მოულოდნელი იყო. „ეს არის ისტორიული გამარჯვება სამართლებრივი საქართველოსთვის. ეს არის მყარი საფუძვლის ჩამყრელი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. მე მართალი გითხრათ, რა თქმა უნდა, 100%-იან შედეგს ვისურვებდი, მაგრამ ამხელა შედეგს არ მოველოდი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა მყარი საფუძველი ამის, მაგრამ მინდა, ვთქვა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, რომ ეს შედეგი არ დამდგარიყო, თავისი განცხადებებით, თავიანთი უმოქმედობით, თავიანთი კულისებს მიღმა ლობირებით და მიუხედავად ამისა, ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში საქართველოს აგრესორსაც და საქართველოს უკანონო ხელისუფლებაში მყოფ ხალხსაც“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)