16:28 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-21 17:54:18, 639 ნახვა

საზოგადოება
გიორგი წოწკოლაურმა აჭარის რეგიონში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი ხელმძღვანელი, ალექსანდრე კალანდია, აჭარის რეგიონის გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალის მენეჯერებსა და თანამშრომლებს წარუდგინა.

ახალმა ხელმძღვანელმა აჭარის რეგიონის სასწრაფო დახმარების სამსახურს, კორონავირუსის პანდემიის მართვის პროცესში შეტანილი უდიდესი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.

,,მადლობა თავგანწირული და ფასდაუდებელი შრომისთვის. მადლობა თითოეულ თქვენგანს იმისთვის, რომ დღემდე დაუღალავად ემსახურებით აჭარის და გურიის რეგიონის მოსახლეობას. ჩემი სურვილია, თქვენთან მუდმივი და ყოველდღიური კომუნიკაცია,  რათა ერთად მივიღოთ რის შედეგადაც შევძლებთ ერთად მივიღოთ რიგი გადაწყვეტილებები, რათა კიდევ უფრო ეფექტური და ხარისხიანი იყოს ჩვენი ერთობლივი საქმიანობა“, - განაცხადა ალექსანდრე კალანდიამ.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ალექსანდრე კალანდია უახლოეს მომავალში აჭარის მუნიციპალიტეტში არსებულ რაიონულ სამსახურებს ეწვევა და ადგილზე პირადად გაეცნობა არსებულ მდგომარეობას.

შეხვედრას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics