01:21 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-18 11:02:52, 1097 ნახვა

მსოფლიო
„ტვიტერმა“ რესპუბლიკელი კონგრესმენის, მარჯორი ტეილორ გრინის ანგარიში დაბლოკა

 

მიკრობლოგმა „ტვიტერმა“ რესპუბლიკელი კონგრესმენის, მარჯორი ტეილორ გრინის ანგარიში დაბლოკა.

ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.

სააგენტოს ცნობით, სოციალური მედიის პლატფორმამ გრინის ანგარიში მას შემდეგ დაბლოკა, რაც ახლად არჩეული კონგრესმენი საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებდა.

თავად გრინი „ტვიტერს“ კონსერვატიული პოლიტიკური ხმების ჩახშობაში ადანაშაულებს.

გრინი 2017 წელს კონსპირაციული თეორია QAnon-ს ავრცელებდა, თუმცა მოგვიანებით უკან დაიხია და აღნიშნა, რომ ეს მისი საარჩევნო კამპანიის ნაწილი არ არის. QAnon-ის მომხრეებს სჯერათ, რომ დონალდ ტრამპი პედოფილებს ებრძვის, რომელთა შორის „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერების და ჰოლივუდის ვარსკვლავები არიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics