|
2021-01-17 17:36:28, 609 ნახვა
მსოფლიო
გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ირანს ურანის 20%-ით გამდიდრების პროცესის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ
გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ირანს ურანის 20%-ით გამდიდრების პროცესის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ და 2015 წლის ბირთვული შეთანხმების წესების დაცვას ურჩევენ. ამის შესახებ ინფორმაციას, Radio Free Europe ავრცელებს. სამი ქვეყნის საერთო განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ირანს მკაცრად ურჩევენ დაუბრუნდეს შეთანხმების მიხედვით ნაკისრ ვალდებულებებს. ”ჩვენ მკაცრად ვურჩევთ ირანს, შეწყვიტოს ეს საქმიანობა და დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს ერთობლივი სამოქმედო გეგმის შესაბამისად ნაკისრ ვალდებულებებს, თუ იგი სერიოზულად აპირებს ამ შეთანხმების შენარჩუნებას”, - ნათქვამია საფრანგეთის, ბრიტანეთისა და გერმანიის ერთობლივ განცხადებაში. „ურანის ლითონის წარმოებას აქვს სერიოზული სამხედრო გავლენა“, - ნათქვამია განცხადებაში, სადაც აღნიშნულია, რომ 2015 წლის ბირთვული შეთანხმების თანახმად, ირანმა აიღო ვალდებულება არ ჩაერთოს ურანის წარმოებაში. შეგახსენებთ, 4 იანვარს ირანმა ურანის 20%-მდე გამდიდრების პროცესი დაიწყო. თუმცა ოფიციალური თეირანი აცხადებს, რომ ის ბირთვული იარაღის გამოყენებას არ გეგმავს და მისი ეს საქმიანობა მკაცრად სამოქალაქო ხასიათისაა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)