|
2021-01-17 14:56:42, 650 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთში გამართულ საპროტესტო აქციაზე 75 ადამიანი დააკავეს, 12 პოლიციელი დაშავდა
საფრანგეთში გამართულ საპროტესტო აქციაზე 75 ადამიანი დააკავეს, 12 პოლიციელი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას rfi ავრცელებს. მედიის ცნობით, აქცია პარიზსა და სხვა ქალაქებში უსაფრთხოების სადავო კანონპროექტის წინააღმდეგ გაიმართა. პოლიციის თქმით დემონსტრანტების რაოდენობამ ქვეყნის მასშტაბით 34 ათასი შეადგინა, ხოლო აქციის ორგანიზატორების განცხადებით პროტესტი 200 ათასამდე ადამიანმა გამოხატა. ცნობისთვის, უსაფრთხოების სადავო კანონპროექტი საფრანგეთში მასობრივი დემონსტრაციებისა და არეულობის მიზეზი არაერთხელ გახდა. ახალი კანონპროექტის თანახმად, ინტერნეტსივრცეში, ბეჭდურ მედიასა და სამაუწყებლო მედიაში სამართალდამცველების მაიდენტიფიცირებელი გამოსახულებების გამოქვეყნება მათთვის ფიზიკური, ან ფსიქოლოგიური ზიანის მიყენების მიზნით იკრძალება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)