|
2021-01-15 16:22:41, 669 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინის გვერდითი რეაქციების ანალიზში ჯანმოს ექსპერტები ჩაერთვებიან
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინის გვერდითი რეაქციების ანალიზში ჯანმოს ექსპერტები ჩაერთვებიან. მისი თქმით, ეს იქნება კიდევ ერთი საფუძველი იმისთვის, რომ ყველა გვერდითი რეაქცია გაანალიზდეს და შეფასდეს საფუძვლიანად „აუცილებელია ვაქცინის შემდგომი რეაქციების გვერდითი მონიტორინგი იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას ვაქცინაციის უსაფრთხოების პრობლემა. ამასთან დაკავშირებით ქვეყანაში უკვე არსებობს დიდი გამოცდილება. გასულ წელს იყო, როდესაც დაავადებათა კონტროლის ცენტრმა განაახლა გვერდითი რეაქციების მონიტორინგის გაიდლაინი, რაც დეტალურად განსაზღვრავს რა როგორ ხდება. თუმცა, წელს კოვიდთან მიმართებაში კიდევ დამატებითი რეკომენდაციები გამოიცა. ჩვენ დღეს დილით გვქონდა ზარი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ცენტრალურ ოფისთან. მათგან მივიღეთ დახმარების შემოთავაზება, რაც უკავშირდება უახლესი მეთოდებისა და ფორმების დანერგვისთვის მასწავლებლების ტრენინგს, ასევე ექსპერტების უშუალო ჩართულობას. ამას ჰქვია მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა, როდესაც აღმოცენდება გვერდითი რეაქცია საჭიროა ჩატარდეს სპეციფიკური ანალიზი, რათა დადგინდეს რამდენად უკავშირდება ეს რეაქცია კონკრეტულ ვაქცინას. ამ ტექნიკის განვითარებასთან დაკავშირებით ჩვენი ექსპერტები ფლობენ გარკვეულ გამოცდილებას, თუმცა ჩვენ მაინც მოვითხოვეთ საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობა. ამაზე მივიღეთ წინასწარ თანხმობა. ეს იქნება კიდევ ერთი საფუძველი იმისთვის, რომ ყველა გვერდითი რეაქცია გაანალიზდეს და შეფასდეს საფუძვლიანად, რათა ვიცოდეთ უკავშირდება თუ არა ის ვაქცინას. მოსახლეობას აუცილებლად მიეწოდება ინფორმაცია ვაქცინების გვერდითი ჩვენებების შესახებ. ასევე სამედიცინო დაწესებულები, რომლებიც პირველ ეტაპზე ჩაერთვებიან ვაქცინაციის პროცესში, დეტალურ ტრენინგს გაივლიან მოსალოდნელი გვერდითი რეაქციების მართვაში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
გომეწრის ხეობაში დაკარგული ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)