|
2021-01-15 15:54:35, 790 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის პირველი პროექტი დასრულდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის პირველი პროექტი დასრულდა. როგორც ამირან გამყრელიძემ, ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ფორმალური პროცედურების დასრულების შემდეგ, აღნიშნული პროექტი საქართველოს მთავრობას წარედგინება. „მოგეხსენაბთ, რომ უკვე საქართველო კოვიდის ვაქცინასთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყო გასული წლის აგვისტოში, როდესაც პირველი კომუნიკაციები მოხდა კოვაქს პლატფორმასთან, ოფიციალურად საქართველომ განაცხადა თანხმობა, რომ გაერთიანდებოდა კოვაქს პლატფორმაზე და გააფორმა ხელშეკრულება კოვაქს პლატფორმასთან სექტემბერში და გადაიხადა წინასწარი შენატანი.საქართველოს აქვს უფლება შეარჩიოს იმ 5-6 ვაქცინიდან, რომელიც განთავსდება კოვაქს პლატფორმაზე შესაბამისი ვაქცინა, რომელიც უფრო მეტად იქნება მისაღები ქვეყნისთვის. ამაში ჩართული იყო მრავალი უწყება, ასევე ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ცენტრი და დღეს არსსებობს უკვე პირველი პროექტი, დასრულებული ამ ეროვნული გეგმის, დღევანდელ საბჭოზე მოხდა განმეორებით ამ დარულებული ვერსიის წარდგენა, იყო განხილვა, იყო წინადადებები, შენიშვნები და, რა თქმა უნდა, კონსენსუსის წესით მოხდა გეგმის მიღება, რომელიც გარკვეული ფორმალური პროცედურების შემდეგ წარედგინა საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)