|
2021-01-15 11:15:51, 756 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - არავის მივცემთ საშუალებას, რელიგიურ ნიადაგზე, მოქალაქეებს შორის დაპირისპირების პროვოცირებას შეუწყოს ხელი
არავის მივცემთ საშუალებას, რელიგიურ ნიადაგზე, მოქალაქეებს შორის დაპირისპირების პროვოცირებას შეუწყოს ხელი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებს. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა იყო და იქნება თითოეული მოქალაქის კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებების დაცვის გარანტი. „მოგეხსენებათ,რომ რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ისტორიული ფაქტია და სიმდიდრე, ეს არის ის, თუ როგორ ვაშენებდით საუკუნეების განმვალობაში სახელმწიფოს და სახელმწიფოს მთავრობა იყო და იქნება გარანტი,თითოეული მოქალაქისთვის კონსტიტუციით უზრუნველყოფილი უფლებების შესრულებისთვის, არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ საქართველოს მოქალაქის უფლებები იყოს შეზღუდული, თუმცა ასევე არავის მივცემთ შესაძლებლობას, უკანონო ქმედბებით რაიმე სახის პროვოცირება გაუწიონ რელიგიურ ნიადაგზე ჩვენს მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას. შსს დაევალა, რომ იქ სადაც იქნება მცდელობა ელემენტარული, იმისთვის რომ რელიგიურ ნიადაგზე ხელი შეეწყოს ან პროვოცირება მოხდეს მოქალაქეებს შორის დაპირისპირების, სახელმწიფო და სამინისტრო იმოქმედებს უმკაცრესად", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)