|
2021-01-13 10:17:51, 1393 ნახვა
მსოფლიო
Unicef - სკოლების კიდევ ერთი წლით დაკეტვის შემთხვევაში, შედეგებს მომავალი თაობები იგრძნობენ
„სკოლების კიდევ ერთი წლით დაკეტვის შემთხვევაში, შედეგებს მომავალი თაობები იგრძნობენ“, - ამის შესახებ ბრიფინგზე „იუნისეფის“ წარმომადგენელმა განაცხადა. იუნისეფ-ის ხელმძღვანელმა, ჰენრიეტა ფორემ განაცხადა, რომ სკოლების დახურვა უნდა იყოს უკიდურესი ღონისძიება, ყველა სხვა ვარიანტის განხილვის შემდეგ. „სკოლების დახურვის ბავშვებზე ზემოქმედების უტყუარი მტკიცებულებების მიუხედავად და იმის მზარდი მტკიცებულებების მიუხედავად, რომ სკოლები არ წარმოადგენს პანდემიის მამოძრავებელ ძალას, ბევრმა ქვეყანამ გადაწყვიტა სკოლები დაეხურა, ზოგიერთმა თითქმის ერთი წლით. სკოლების დახურვის საფასური მსოფლიოში სტუდენტების 90 პროცენტმა და მოსწავლეების მესამედზე მეტმა იგრძნო - მოსწავლეებს დისტანციურ განათლებაზე ხელი ხშირად არ მიუწვდებოდა, რაც დამანგრეველი იყო. სკოლების დახურვა უნდა იყოს უკიდურესი ღონისძიება, ყველა სხვა ვარიანტის განხილვის შემდეგ“, - განაცხადა იუნისეფ-ის ხელმძღვანელმა, ჰენრიეტა ფორემ.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)