|
2021-01-12 20:22:00, 731 ნახვა
კომენტარი
ალეკო ელისაშვილი - მეხუთე რაუნდის გამართვის საკითხი, გარკვეულწილად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას
„მეხუთე რაუნდის გამართვის საკითხი, გარკვეულწილად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი მოლაპარაკების დაზიანებას ცდილობს. „საკითხი ახლა ის არის, რომ გაიმართება თუ არა საერთოდ ეს მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი. მეხუთე რაუნდის გამართვის საკითხი, გარკვეულწილად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. დღესასწაულები იყო, ამიტომაც დაპაუზდა, მაგრამ ამავდროულად, ოპოზიციის ერთი ნაწილი ცდილობს დააზიანოს ეს მოლაპარაკების პროცესი, თვითონ „ქართული ოცნება“ ცდილობს დააზიანოს ეს პროცესი და გარკვეული კითხვები არის ამასთან დაკავშირებით. არ გვინდა, რომ მოლაპარაკება ჩაიშალოს. გაცილებით მარტივი იქნება შემდეგ ჩვენი გადადგება და მოტყუება, ვიდრე ელჩების თანდასწრებით რასაც ვერ იზამენ. ჩვენთვის გაცილებით კომფორტია, რომ სხვებიც იყვნენ, გაცილებით კომფორტია, რომ ელჩებიც იყვნენ და მონაწილეობდნენ ამ პროცესში და არაფრით არ გვინდა, რომ ეს ჩაიშალოს. სხვა გზა თუ არ დაგვრჩა, აქეთ ოპოზიციამ თუ ფეხები აბაკუნა, მხოლოდ რევოლუცია იძახა და მეორეს მხრივ თუ „ქართული ოცნებაც“ არ მოვიდა იმ შეხვედრაზე, რაღაცა იქნება შესაცვლელი“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)