|
2021-01-12 14:21:06, 884 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ აშანტაჟებს ოპოზიციას, რათა უარი თქვან მანდატებზე
„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ აშანტაჟებს დანარჩენ ოპოზიციას და აიძულებს უარი თქვან საპარლამენტო მანდატებზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკებების მაგიდასთან მყოფი ოპოზიცია მინიმუმ ორ ბანაკად არის გაყოფილი, რომელთა ერთ ნაწილს არ აწყობს შეთანხმება, ხოლო მეორეს ინტერესებში შეთანხმების მიღწევაა. „უნდა ვიყოთ რეალისტები და პირდაპირ უნდა ვუთხრათ საზოგადოებას - ჩვენ და ჩვენი ქვეყნის მეგობარ ელჩებს გვსურს ერთიანი შეთანხმების მიღწევა ოპოზიციასთან, რომელიც ორ ბანაკად არის სინამდვილეში გაყოფილი - ერთს საერთოდ არ სურს და არ აწყობს შეთანხმება და მეორეს ინტერესებში შედის ამ შეთანხმების მიღწევა. ეს არ არის არანაირი ერთიანი ოპოზიცია და არ არის ერთი ღირებულების გარშემო გაერთიანებული ხალხი. „ნაციონალურ მოძრაობას" არ უნდა მოლაპარაკებების შეთანხმებით დასრულება და პარლამენტში შემოსვლა იმიტომ, რომ მიღებული შედეგით, ნახეს, რომ ისინი ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცდილობდნენ. გვახსოვს ცდილობდნენ, აედუღებინათ სამეგრელო, ცდილობდნენ შეეიარაღებინათ ხალხი აჭარაში, ამბოხებისკენ მოუწოდებდნენ სხვადასხვა დროს, ძალადობრივი შეტევაც კი გააკეთეს პარლამენტზე. მტელმა მსოფლიომ დაინახა, რა იყო სახელმწიფოს რეაქცია როდესაც ძალადობრივი შეტევა მოხდა აშშ-ში კონგრესის შენობაზე, შეადარეთ და მიხვდებით, რომ არც აშშ-ში, არც საქართველოში და არცერთ დემოკრატიულ საზოგადოებაში, არავინ მოითმენს პარლამენტზე ძალადობრივ შეტევას და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე. „ნაციონალურ მოძრაობას" არ უნდა რომ შემოვიდეს პარლამენტში და ეს პროცესი დასრულდეს შეთანხმებით, ვინაიდან მათ ხელისუფლებაში დაბრუნების ერთადერთ გზად ესახებათ დესტაბილიზაცია, „ევროპულ საქართველოს" ასევე არ უნდა, რომ ეს შეთანხმება შედგეს, იმიტომ, რომ ეს შეთანხმება რომ შედგეს, „ევროპული საქართველოს" მაინც ვერ შედიან პარლამენტში. სწორედ ამიტომ, ეს ორი ძალა დანარჩენ ოპოზიციას აშანტაჟებს და აიძულებს უარი თქვან საპარლამენტო მანდატებზე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)