22:47 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-12 09:28:34, 1101 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში 11-დან 24 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ამის შესახებ „დოიჩე ველე“ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ დოკუმენტზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, საგანგებო მდგომარეობა აძლევს ქვეყნის უსაფრთხოების დეპარტამენტს და საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალურ სააგენტოს ნებართვას, გამოყოს საშუალებები ვაშინგტონისთვის დაჩქარებულ რეჟიმში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ კაპიტოლიუმში საპროტესტო აქციის მონაწილეების შეჭრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს შორის პირველი შეხვედრა შედგა. ორ ლიდერს „კარგი საუბარი“ ჰქონდა, მიუხედავად იმ ცნობებისა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მათ შორის ურთიერთობა დაძაბული იყო.

ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა სწორედ მაიკ პენსთან შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics