|
2021-01-11 12:19:57, 547 ნახვა
პოლიტიკა
„ქართულ ოცნებაში“ პარტიის ახალ თავმჯდომარესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია
„ქართულ ოცნებაში“ პარტიის ახალ თავმჯდომარესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია. აღნიშნულის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც პარტიაში შესაბამისი პროცედურები ჩატარდება. „მე შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რო ამის შესახებ პარტიაში, ჩვენს გუნდში გადაწყვეტილებები პრაქტიკულად ბოლომდეა მიყვანილი, მიღებულია, თუმცა ამის შესახებ საზოგადოება გაიგებს რამდენიმე დღეში, იმიტომ რომ ბუნებრივია პარტიაში ამ ცვლილებების შესახებ იქნება შესაბამისი პროცედურები და აქედან გამომდინარე და ამის შესახბამისად გექნებათ ინფორმაცია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ის ტოვებს თანამდებობას და მიდის პოლიტიკიდან. ამასთანავე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტიაში ბიძინა ივანიშვილის თანამდებობას, სავარაუდოდ, ირაკლი კობახიძე დაიკავებს.
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)