12:05 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-08 14:18:14, 672 ნახვა

კომენტარი
თეა ახვლედიანი - მზად ვართ, კონკრეტული პასუხის მიღებისთანავე ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის ქრობის პროცესში ჩავერთოთ

„მზად ვართ, კონკრეტული პასუხის მიღებისთანავე ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის ქრობის პროცესში ჩავერთოთ“, - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, თეა ახვლედიანმა განაცხადა.

მისი თქმით, დახმარების მზაობის შესახებ არაერთხელ ეცნობა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას.

„პირველ რიგში, წუხილს გამოვთქვამ, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ბოლო დღეებში შექმნილი ხანძრების გამო. რამაც სერიოზული ზიანი მიაყენა ადგილობრივ მოსახლეობას და გარემოს, ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის კერების გაჩენისთანავე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან დაუყოვნებლივ ეცნობა დე ფაქტო ხელისუფლებას ჩვენი სრული მზაობა ჩართვისა და დახმარების შესახებ. რამდენჯერმე ავამოქმედეთ ცხელი ხაზი. ამ ეტაპზე დე ფაქტო ხელისუფლებასთან ვიმყოფებით ჩვენს ხელთ არსებული ყველა არხის მექანიზმის გამოყენებით კომუნიკაციაში და კონკრეტული პასუხის მიღებისთანავე მზად ვართ პროცესში ჩავერთოთ“, - განაცხადა ახვლედიანმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics