21:31 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-07 14:17:52, 1008 ნახვა

მსოფლიო
ანგელა მერკელი - სამწუხაროა, რომ დონალდ ტრამპმა არჩევნებში მარცხი ამ დრომდე არ აღიარა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ვაშინგტონში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებული და გაბრაზებულია.

როგორც ის აღნიშნავს, ვაშინგტონში განვითარებული მოვლენები ტრამპის მიერ არჩევნებში დამარცხების არაღიარებამ გამოიწვია.

„სამწუხაროა, რომ დონალდ ტრამპმა არჩევნებში მარცხი ამ დრომდე არ აღიარა. სწორედ ამან შექმნა ისეთი ატმოსფერო, რომელშიც ასეთი ძალადობრივი მოვლენები განვითარდა. დემოკრატიის ძირითადი წესია, რომ არჩევნების შემდეგ არიან გამარჯვებულები და დამარცხებულები. ვაშინგტონში განვითარებული მოვლენები კი არ არის კარგი დემოკრატიული პროცესებისთვის.

ცნობისთვის, ვაშინგტონში, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა, არეულობის შედეგად კი ოთხი ადამიანი დაიღუპა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics