18:55 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-04 15:22:54, 951 ნახვა

მსოფლიო
პირველი პაციენტი, რომელიც Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა, 82 წლის მამაკაცია

პირველი პაციენტი, რომელიც Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა, 82 წლის ბრაიან ფინქერია.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მამაკაცი დიალიზზე იმყოფება. მას აცრა ოქსფორდის ჩერჩილის საავადმყოფოში ჩაუტარდა.

დიდ ბრიტანეთში დღეისთვის ვაქცინის ნახევარ მილიონზე მეტი დოზა გამოსაყენებლად მზადაა.

ჯანდაცვის მინისტრის, მეთ ჰენკოკის განცხადებით, ეს ბრიტანეთის ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან ვაქცინა ხელს შეუწყობს ინფიცირების შემთხვევების შემცირებას და ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების მოხსნას.

მიუხედავად ამისა, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ინგლისში რეგიონალური შეზღუდვები შესაძლოა, კიდევ უფრო გამკაცრდეს.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი ცდილობს ვირუსის ახალი, სწრაფად გავრცელების ვარიანტი კიდევ უფრო გააკონტროლოს.

ცნობისთვის, დღეიდან გაერთიანებულ სამეფოში Oxford-AstraZeneca-ს მიერ შექმნილი ვაქცინის გამოყენება დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics