|
2021-01-04 12:50:30, 838 ნახვა
კომენტარი
ანრი ოხანაშვილი - ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მიმართულ ქმედებებს ყველა ფორმატში ადეკვატური რეაგირება მოჰყვება
ყველა ზომას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მიმართულ ქმედებებს ადეკვატური რეაგირება მოჰყვეს, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. მისი თქმით, საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ქვეყნის დეოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელება. „ამიტომ, ამ პროცესში რა შესაძლებლობები და რა მექანიზმებიც გვაქვს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობით, გამოვიყენებთ. ყველა ზომას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მიმართულ ქმედებებს ადეკვატური რეაგირება ყველა ფორმატში მოჰყვეს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. ცნობისთვის, რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციის თანახმად, დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოსთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დადგენა დაევალა.
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)