20:59 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-03 11:59:25, 729 ნახვა

საზოგადოება
კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები დღეიდან კვლავ მოქმედებს

კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები დღეიდან კვლავ მოქმედებს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან სავაჭრო ობიექტები მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში. დისტანციურ რეჟიმში მუშაობა არ გავრცელდება სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებზე, ასევე პრესის ჯიხურებზე.

საბჭოს გადაწყვეტილებით, ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ.

ამასთან, 3-დან 15 იანვრის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ცხადდება უქმე/დასვენების დღეები. არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.

ამასთან, გადაადგილებაზე ახალი წლისთვის მოხსნილი შეზღუდვები, რომელიც 31 დეკემბრის ღამეს გამონაკლისის სახით მოიხსნა, კვლავ ძალაშია. ქვეყნის მასშტაბით, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება პირთა გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics