|
2020-12-30 00:19:47, 748 ნახვა
კომენტარი
ზურაბ ჯაფარიძე - ჯოგიდან ერთი განსხვავებულად მოიქცევა და ყველა მას კორტნის, ელისაშვილი და ხაზარაძეც გულწრფელები არიან
“ჯოგიდან ერთი განსხვავებულად მოიქცევა და ყველა მას კორტნის, ელისაშვილი და ხაზარაძეც გულწრფელები არიან”,- ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. „განსხვავებული აზრის მიუღებლობა არ ვიცი, მაგრამ ეგ ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც რომელიმე პოლიტიკური ლიდერი აფიქსირებს განსხვავებულ აზრს, მე კი არ მომწონს, მაგრამ მიღებულია, რომ როგორც მგლების ხროვა თავს ესხმიან ხოლმე და ძიძგნიან. ზოგადად ეგეთი კულტურაა ქართულ პოლიტიკაში, მარტო ალეკო ელისაშვილზე არაა. მე რომ წამოვედი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მოტრიალდა ყველა ის ხალხი, ვისთანაც 2 წელი მქონდა გატარებული და ჩემი ლანძღვით იყო დაკავებული თვეების განმავლობაში. ჯოგიდან რომ ერთი განსხვავებულ რაღაცას გააკეთებს და მთელმა ჯოგმა რომ უნდა დაკორტნოს, რომ ჯოგის შიგნით სხვას არავის მოუნდეს იგივეს გაკეთება. სინამდვილეში რაღაცა ცხოველური ინსტიქტებია, რომელიც მე ძალიან არ მომწონს. გინდა ალეკოზე იყოს, გინდა ჩემზე. ელისაშვილი არ არის „ქართული ოცნების“ სპიკერი, არც ხაზარაძე. ჩემი აზრით გულწრფელია ერთიც და მეორეც“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)