22:09 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-29 16:53:46, 714 ნახვა

საზოგადოება
ივანე მაჭავარიანი: ჩვენი ანტიკრიზისული პაკეტები, იქნება ეს სოციალური თუ ბიზნესის მხარდაჭერა, საუკეთესო გამოცდილებაზეა დაყრდნობილი

სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ჩვენი ანტიკრიზისული პაკეტები,  იქნება ეს სოციალური თუ ბიზნესის მხარდაჭერა, საუკეთესო გამოცდილებაზეა დაყრდნობილი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიამა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეაფასა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა.

„დარწმულებული ვარ, გავა წლები და როდესაც შეფასდება ეს პაკეტები, თუ რა ნაბიჯები გადავდგით ამ შეზღუდული რესურსის პირობებში, მას ექნება მაღალი შეფასება, ამიტომ არავის არ ჰქონდეს განცდა, რომ ჩვენ რამეს დავაკელით ან რაღაც ისეთი დახმარება გავწიეთ, რაც არალოგიკურია, თუ არის კითხვები, მზად ვართ ვიკამათოთ, დანარჩენი ყველაფერი სპეკულირებაა. შესაძლებელია გაეცნოთ სხვა ქვეყნების მაგალითებს და ნახავთ, რომ ჩვენ საკმაოდ სოლიდურად გამოვიყურებით“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics