|
2020-12-29 13:16:41, 595 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი დაზღვევა“ 2020 წლის შედეგებს აჯამებს
„თიბისი დაზღვევა“ 2020 წლის გამოწვევებს სადაზღვევო სექტორში პოზიციების გამყარებითა და წლის შემაჯამებელი წარმატებული შედეგებით პასუხობს. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეეხო როგორც მცირე და საშუალო, ასევე დიდ ბიზნესებს, სწორი სტრატეგიის შერჩევისა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის ფონზე, კომპანიამ კრიზისულ პერიოდშიც შეძლო თავისი მისიის ერთგულება და ადამიანებს ცხოვრება კიდევ უფრო გაუმარტივა, რაზეც მომხმარებელთა კმაყოფილების უმაღლესი მაჩვენებელი და დაზღვეულთა მუდმივად მზარდი რაოდენობა მეტყველებს - კომპანიას 35 000-ზე მეტი ახალი დაზღვეული ჰყავს. შედეგად, საქართველოს საცალო სადაზღვევო სექტორში თიბისი დაზღვევის ბაზრის წილი 36%-ს შეადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია წელსაც არ თმობს პირველობას და ავტოდაზღვევის საცალო გაყიდვების მიმართულებით როგორც დაზღვეულთა რაოდენობით, ასევე ანაზღაურებული თანხის მოცულობით, ლიდერია: 2020 წელს ავტოდაზღვევის მომხმარებელბეს კომპანიამ 9 მილიონი ლარი აუნაზღაურა, თანაც 73% დისტანციურად. წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიის საქმიანობა კორპორატიულ სეგმენტშიც და ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით, რომელსაც თიბისი დაზღვევა სულ რაღაც ორი წელია რაც შეუერთდა, უკვე 200-მდე კომპანია და 15 000-ზე მეტი დაზღვეული ჰყავს. „ასეთი ზრდის, რიცხვებისა და დინამიკის გარდა, ცალკე აღნიშვნის ღირსია სრულიად ახალი და რევოლუციური ტექნოლოგიური ცვლილებები, ინოვაციური პროდუქტები, ციფრული ეფექტური სისტემები, რაც პანდემიის პირობებში საკმარისად პოზიტიურად წაადგა თიბისი დაზღვევის საერთო მაჩვენებლებს. ეს არ იყო დაგეგმილი როგორც პანდემიის საწინააღმდეგო პრევენცია, მაგრამ საერთო გაციფრულების სტრატეგიამ ამ მხრივ ძალიან კარგად იმუშავა. დღეს ჩვენი სადაზღვევო პოლისების 70% იყიდება დისტანციურად და ზარალის ანაზღაურების შემთხვევების 80%-მდე ასეთივე სისტემით მიმდინარეობს, ანუ ფიზიკურად კომპანიის თანამშრომლის და მომხმარებლის ჩარევის გარეშე“, - პაატა ღაძაძე, თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორი.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)