|
2020-12-28 18:04:42, 773 ნახვა
კომენტარი
თეა წულუკიანი - სახალხო დამცველი ამ ქვეყანაში არ გვყავს
„სახალხო დამცველი ამ ქვეყანაში არ გვყავს“, - ამის შესახებ თეა წულუკიანმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მან ასევე სახალხო დამცველს მოუწოდა, რომ იურიდულ კომიტეტის სხდომაზე მოვიდნენ და ისაუბრონ. „უვადო პატიმრებს მინდა შევეხო. მე არ ვიცი რამდენად გვესწრება აქ სახალხო დამცველის წარმომადგენელი, თუ არის. მგონი, არ არის. იმიტომ, რომ ჩვენ, მგონი, სახალხო დამცველი ამ ქვეყანაში არ გვყავს. ეს ამნისტიის პროექტი მრავალი წლის მერე არის პირველი კანონპროექტი, რომელიც უშუალოდ ეხება პატიმრებს, შესაბამისად მე მინდა მის აპარატს მოვუწოდო, დღეს რომ უარი თქვეს მობრძანებაზე, იურიდიული კომიტეტის სხდომებს მაინც დაესწრონ და ამ მაღალი ტრიბუნიდან გააგონონ თვიანთი ხმა იმათ, ვისთვისაც უნდა მუშაობდნენ, ესენი არიან, პირველ რიგში, უვადო პატიმრები და ზოგადად, პატიმრები. მე არ უნდა მიწევდეს, თუმცა ეს ჩემთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა, ამ მოწყვლად ჯგუფზე ვსაუბრობდე. ეს მათი საქმეა პირველ რიგში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)