23:19 - 25 Jul, 2026
|
2020-12-28 11:15:38, 423 ნახვა
საზოგადოება
მეწარმე დევნილებს საქმიანობის გაფართოების მიზნით გრანტები გადაეცათ
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის თანამშრომლობის შედეგად, 15 მეწარმე დევნილს საქმიანობის გაფართოების მიზნით გრანტი გადაეცა. პროექტი დევნილების სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერასთან ერთად, საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირების დასაქმების ხელშეწყობასაც ითვალისწინებს. სააგენტომ, პროექტის ფარგლებში, დევნილ მეწარმეებს 7500 ლარამდე ღირებულების ტექნიკა და დანადგარები შეუსყიდა. გრანტის მიღების მთავარ პირობას საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი მინიმუმ ერთი პირის დასაქმება წარმოადგენდა. პროექტში გამარჯვებული მეწარმე დევნილები კომისიამ, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, გამოავლინა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)