|
2020-12-26 00:04:29, 1234 ნახვა
სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი: საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით კიბერუსაფრთხოების თანამედროვე ცენტრის შექმნა დაიგეგმა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2020 წლის საქმიანობა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში შეაჯამა. მინისტრმა საფრთხეების გათვალისწინებით, თავდაცვის სრულყოფილ უზრუნველყოფაზე გაამახვილა ყურადღება, რაც ეფექტური კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების გარეშე შუძლებელია. „თანამედროვე საფრთხეების გათვალისწინებით, შეუძლებელია თავდაცვის სრულყოფილი უზრუნველყოფა ეფექტური კიბერუსაფრთხოების საშუალების გარეშე. ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ამერიკულ კომპანიასთან „ფაირაისთან“ გავაფორმეთ კონტრაქტი მრავალწლიანი თანამშრომლობის შესახებ. წელს გავხდით ნატოს მავნე პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მრავალეროვნული, პლატფორმის ნატოს მეორე არაწევრი ქვეყანა. ასევე, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, დაიგეგმა კიბერუსაფრთხოების თანამედროვე ცენტრის შექმნა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა აღნიშნულ საკითხებში ამერიკელი და ბრიტანელი პარტნიორების დახმარებაზე და ისაუბრა სადაზვერვო შესაძლებლობებისა და ტექნოლოგიების დანერგვასა და განვითარებაზე ჯარში.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)