|
2020-12-25 23:33:34, 1208 ნახვა
სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი: 2020 წელს ერთ-ერთ მიზნად დავისახეთ ჯარისკაცებისთვის თანამედროვე, ნატოს სტანდარტების ინფრასტრუქტურის შექმნა
ირაკლი ღარიბაშვილმა 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას, სამხედრო მოსამსახურეების პირობების გაუმჯობესების მიზნით, თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე განხორციელებულ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ისაუბრა. „2020 წელს, ერთ-ერთ მიზნად დავისახეთ ჯარისკაცებისთვის თანამედროვე, ნატოს სტანდარტების ინფრასტრუქტურის შექმნა. ამ მიზნისთვის, 2020 წელს წინა წელთან შედარებით 4-ჯერ მეტი, 100 მილიონი ლარი გამოვყავით. შედეგად, წლის ბოლომდე, ჯამში 250-მდე ობიექტის სრული რეაბილიტაცია მოხდება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული პირობების შექმნას ისახავს მიზნად, სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა. ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ყველა სამხედრო ბაზა ერთიანი, ნატოს სტანდარტით იქნება მოწყობილი. ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ ჯარში გაგრძელდება ინტენსიური ინფრასტრუქტურული მოდერნიზაციის პროცესი. მისივე თქმით, არსებული ინფრასტრუქტურის შენარჩუნება-განახლების პარალელურად, ახალი ყაზარმებისა და სხვა სამხედრო ობიექტების მშენებლობაც იგეგმება.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)