|
2020-12-24 09:04:37, 593 ნახვა
საზოგადოება
დღეიდან 2 იანვრის ჩათვლით სავაჭრო ობიექტები იხსნება
დღეიდან 2 იანვრის ჩათვლით სავაჭრო ობიექტები იხსნება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მომხმარებლებს მაღაზიებში დამატებითი რეგულაციების დაცვა მოუწევთ. სავაჭრო ობიექტები დილის 07:00-დან 19:00 საათამდე იმუშავებენ. ასევე, მაღაზიის ფართის ყოველ 20მ2 დაიშვება არაუმეტეს ერთი მომხმარებელი, მაღაზიების როგორც შიდა, ასევე მაღაზიის გარე სივრცეში უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მართვა; ფასდაკლებების აქციები ძირითადად დილის საათებში ან/და ონლაინ გაყიდვების შემთხვევაში იქნება დასაშვები. აღსანიშნავია ისიც, რომ ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებენ გასახდელები. ამასთან, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა ერთი თვის განმავლობაში და ეს უნდა მოხდეს მხოლოდ 1 თებერვლის შემდეგ. სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გადატანის სერვისით.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)