23:08 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-23 19:06:06, 889 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა „ტავ ურბან ჯორჯიას“ ახალ გენერალურ დირექტორს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატი ნათია თურნავა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ურბან ჯორჯიას" ახალ გენერალურ დირექტორს ალფ ერ ტუნგა ერსოის შეხვდა.

ნათია თურნავამ კომპანიის გენერალურ დირექტორს პირადად მიულოცა ახალ პოზიციაზე საქმიანობის გაგრძელება და წარმატებები უსურვა პროფესიულ საქმიანობაში.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები, კორონავირუსის პანდემიის შედეგად ავიაციის სფეროში შექმნილი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ქართულ მხარესა და „ტავ ურბან ჯორჯიას" შორის არსებული მჭიდრო თანაშრომლობა.

საუბარი ასევე შეეხო ბათუმის საერთაშორისო აერპორტის გაფართოების პროექტს, რომელშიც „ტავ ჯორჯია" 17 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2021 წელს დასრულდება. გაფართოების შემდგომ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 1 200 000 მგზავრს მოემსახურება.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი და „ტავ ურბან ჯორჯიას" გენერალური დირექტორის მოადგილე თეა ზაქარაძე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics