|
2020-12-23 17:45:51, 553 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს საელჩო იტალიაში, სან-მარინოსა და მალტაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საელჩო იტალიაში, სან-მარინოსა და მალტაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს საკონსულო მოქალაქეებს უქმე/დასვენების დღეებში მხოლოდ გადაუდებელი სიტუაციების შემთხვევაში მოემსახურება. „მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოს უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. ერთ-ერთ შეზღუდვის მიხედვით, 2021 წლის 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით პერიოდი განისაზღვრა უქმე/დასვენების დღეებად. ხსენებული გადაწყვეტილება ვრცელდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებზე. შესაბამისად იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური უქმე/დასვენების დღეებში მოქალაქეთა მომსახურებას განახორციელებს მხოლოდ გადაუდებელი/ფორსმაჟორული სიტუაციების დროს. კერძოდ, შემდეგ შემთხვევებში: ბუნებრივი კატასტროფა; ნებისმიერი შემთხვევა, როდესაც საფრთხე ექმნება ან შეექმნა მოქალაქეთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; საქართველოს მოქალაქის დაბადება (დაბადების სააქტო ჩანაწერის რეგისტრაცია და მოწმობის გაცემა); საქართველოს მოქალაქის გარდაცვალება/გადმოსვენება; სამგზავრო დოკუმენტის დაკარგვა (საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა); საქართველოს მოქალაქის ადგილსამყოფელის დადგენა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)