|
2015-01-29 17:32:49, 2724 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში წევრობის მიზანშეწონილობას განიხილავს
რუსეთი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში წევრობის მიზანშეწონილობას განიხილავს, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა სერგეი ნარიშკინმა განაცხადა. „თუ რუსეთის დელეგაციას საპარლამენტო ასამბლეაში ხმის უფლება არ აქვს, ასეთ ვითარებაში, ჩვენ მუშაობის აზრს ვერ ვხედავთ. წლის ბოლოსთვის ჩვენ შესაძლოა ევროპის საბჭოს წევრობაზეც დავფიქრდეთ. საჭიროა, ყოველგვარი თანამშრომლობა შევწყვიტოთ ამ ევროპელი ბიუროკრატების ორგანიზაციასთან, რომელმაც მთელი ავტორიტეტი დაკარგა. უმრავლესობა საპარლამენტო ასამბლეაში, უბრალოდ უზრდელურად იქცევა“, - განაცხადა ნარიშკინმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, რუსეთის დელეგაციას წლის ბოლომდე ხმის უფლება ჩამოართვა და ორგანიზაციის ხელმძღვანელ ორგანოებში წევრობა შეუჩერა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)