01:41 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-22 18:42:12, 587 ნახვა

საზოგადოება
მიმდინარე წელს ჩუღურეთში გრუნტის დამჭერი კედელი 45 მისამართზე მოეწყო

ჩუღურეთის რაიონში, მიმდინარე წელს გრუნტის დამჭერი კედელი 45 მისამართზე მოეწყო და მსგავსი სამუშაოები ამჟამადაც გრძელდება. მათ შორის, ცხრა ძმის ქუჩა N61-ში, 300 კვადრატულ მეტრზე, მწვავედ ავარიული ფერდობის გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

მიმდინარე პროცესს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

„ვასრულებთ 2020 წლის ბიუჯეტით განსაზღვრულ ყველა პროექტს - წელს მთელ რაიონში 700-მდე ლოკაცია მოვიცავით. ამჯერადაც, ჩვენთვის განსაკუთრებულად პრიორიტეტული იყო გამაგრების სამუშაოები, როგორც ძველი, თბილისური ტიპის ეზოებში, ასევე, ფერდობის შემაკავებელი კონსტრუქციები. 40 ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოვაწესრიგეთ. ასევე, სანიაღვრე და წყალარინების ქსელების  რეაბილიტაცია განხორციელდა. ხოლო 7 მისამართზე  ახალი სპორტული მოედანი და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სკვერები მოვაწყვეთ“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

ცხრა ძმის N61-ში სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 90 000  ლარია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics