|
2020-12-22 18:32:42, 788 ნახვა
სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია ჩვენი ღირსეული ჯარისკაცების დაფასება და მათთვის საკადრისი სოციალური პირობების შექმნა
საქართველოს პარლამენტში, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ჯარისკაცების დაფასებისა და მათთვის ღირსეული სოციალური პირობების შექმნის კუთხით გადაგმული ნაბიჯები და დაგეგმილი ამოცანები კანონმდებლებს წარუდგინა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2020 წელი თავდაცვის უწყებაში ჯარისკაცზე ზრუნვის წლად იყო გამოცხადებული და ჯარისკაცების დაფასებისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. „ამ პერიოდში ჩვენ გავაუმჯობესეთ ჩვენი სამხედროების სახელფასო, კვებითი, სამედიცინო პირობები, ასევე საბინაო, განათლების, აგრეთვე ჯარი აღვჭურვეთ თანამედროვე უნიფორმით და ფეხსაცმლით. მოვაგვარეთ მრავალი წლების განმავლობაში დაგროვილი არაერთი სოციალური პრობლემა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, მომდევნო წლებში სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის პოზიტიური ცვლილებები გაგრძელდება. ირაკლი ღარიბაშვილი დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებზე ზრუნვის ფარგლებში გადადგმულ ნაბიჯებსაც შეეხო და განაცხადა, რომ ფინანსური და სოციალური მიმართულებით მხარდაჭერა მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაძლიერდება.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)