01:41 - 26 Jul, 2026
|
2020-12-22 14:19:36, 517 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა შემცირდა, მაგრამ სამედიცინო პერსონალი გადაღლილია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა შემცირდა, მაგრამ სამედიცინო პერსონალი გადაღლილია. მისი თქმით, კორონავირუსის ახალი ტალღა სამართავად ძალიან რთული იქნება. „არის გარკვეული ტენდენცია ინფიცირების მაჩვენებლის შემცირების, მაგრამ საკმაოდ მაღალი გვაქვს სიკვდილიანობის მაჩვენებელი. 3 000 საქართველოსთვის დიდია. ოდნავ შემცირდა ზეწოლა ჯანდაცვის სისტემაზე, აღარ არის ძალიან დიდი სტრესი ჯანდაცვის სისტემის, მაგრამ მოერეს მხრივ - ჩემი კოლეგები, ექიმები და სამედიცინო პერსონალი ძალიან გადაღლილი არიან და ახალი ტალღა იქნება ძალიან რთული შემდგომ სამართავად“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)