|
2015-09-29 18:52:59, 830 ნახვა
სამართალი
სასჯელაღსრულების სამინისტრო - ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ანგარიში რეგლამენტის სრული დაცვით გამოქვეყნდება
„ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური, ან ღირსების შემლახავი მოპყრობის თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის“ (CPT) ანგარიში, CPT-ის რეგლამენტის სრული დაცვით გამოქვეყნდება, - ამის შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. როგორც უწყებაში განმარტავენ, სამინისტრო ითვალისწინებს CPT-ის რეგლამენტის მოთხოვნებს, რომლის თანახმად, სახელმწიფოსთვის გადაცემული ანგარიში კონფიდენციალურია. ამავე რეგლამენტის და წამებისა და არაადამიანური, ან დამამცირებელი მოპყრობის, ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენციის მე-11 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო კომიტეტისგან მოითხოვს ანგარიშის სრულად გამოქვეყნებას სახელმწიფოს მიერ მიწოდებულ კომენტარებთან ერთად. „საქართველოს მთავრობის სათანადო სტრუქტურები, მათ შორის სასჯელაღსრულების სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტები, მინისტრის დავალების თანახმად და CPT-ის ოფიციალური წერილის შესაბამისად, კომენტარებზე მუშაობენ, რომლისთვისაც ექვსთვიანი ვადაა განსაზღვრული. სამინისტრო შესაბამის კომენტარებს ახლო მომავალში, ვადის ამოწურვამდე წარადგენს. ანგარიში უწყებამ CPT-სგან მიმდინარე წლის 31 ივლისს მიიღო. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ღიაა CPT-სთან და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობისთვის, ითვალისწინებს მათ რეკომენდაციებსა და შენიშვნებს. სასჯელაღსრულების სამინისტროსთვის გამჭვირვალობა ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია, შესაბამისად, ანგარიში ყველა პროცედურის დაცვით გამოქვეყნდება“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)