|
2020-12-21 10:32:08, 516 ნახვა
საზოგადოება
მუხიანის აგარაკებზე, 26 მაისის ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება
გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს. მუხიანის აგარაკებზე, 26 მაისის ქუჩაზე, თბილისის მერიის მიერ განხორციელდა წყალარინების ქსელის მოწყობა, გამგეობა კი საგზაო სამუშაოებს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, მოეწყო სანიაღვრე ქსელი. ახლა კი, საგზაო სამუშაოები სრულდება. დაახლოებით, 6 340 კვადრატულ მეტრ ფართობზე გზის საფარი იგება. სამუშაოებისთვის 761 900 ლარამდე დაიხარჯება. გურიის აღმართსა და გამარჯვების ქუჩის მონაკვეთზე წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელის მოწყობა განხორციელდა, სადაც ბეტონის გზა მოეწყობა. ასევე, განთიადის I შესახვევში მიმდინარეობს წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები. ამასთან, აღნიშნულ დასახლებაში, ვარდისუბნის ქუჩაზე, დედაქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ, წყალარინების ქსელი მოეწყო, გლდანის რაიონის გამგეობის მიერ კი, გზის საფარი მოწესრიგდა. სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან, ლევან კობიაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)