|
2020-12-18 16:06:08, 494 ნახვა
საზოგადოება
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის მიმართულების გამოყოფაა დაგეგმილი
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის მიმართულების გამოყოფაა დაგეგმილი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. როგორც გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საკითხი დღის წესრიგში დგას და დიდი ალბათობით, ასე მოხდება. „მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები. გარკვეული შეთანხმებები უკვე არსებობს, მოსაზრებებიც არსებობს, მაგრამ რეალურად, საკითხი უნდა მივიდეს ბოლომდე, რადგან არაჯანსაღ საინფორმაციო გარემოში არ შევქმნათ და არ მივცეთ არაჯანსაღ ძალებს ვითარების სკანდალურად აგორების საშუალება. მნიშვნელოვან ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, იმ გეგმას თუ არ ჩავთვლით, რომელიც შესაძლოა, უახლოეს პერიოდში იყოს რეალიზებული და ეს არის კულტურის სამინისტროს გამოყოფა და თავად იუსტიციის მინისტრის პოსტის შევსება”, – განაცხადა ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)