04:33 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-18 13:01:57, 465 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის სამინისტრო - ინფორმაცია, თითქოს რუსთავში კოვიდ19-ით გარდაცვლილი პირი სამხედროა, სიცრუეა

ვრცელდება მორიგი ცრუ ინფორმაცია თითქოსდა კორონავირუსით რუსთავში გარდაცვლილი პირი სამხედრო მოსამსახურეა. აღნიშნული პირი არ მსახურობდა თავდაცვის სამინისტროს არცერთ სამხედრო დანაყოფში - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს, რითაც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს.

"ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მიერ ვრცელდება მორიგი ცრუ ინფორმაცია თითქოსდა კორონავირუსით რუსთავში გარდაცვლილი პირი, სამხედრო მოსამსახურეა. აღნიშნული პირი არ მსახურობდა თავდაცვის სამინისტროს არცერთ სამხედრო დანაყოფში. თავდაცვის სამინისტროში მოქმედებს კოვიდპანდემიის პრევენციისა და მართვის ისეთი ეფექტური მექანიზმები, რაც გამორიცხავს დაინფიცირების შემთხვევაში დაგვიანებულ მკურნალობას. თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები სისტემატიურად გადიან თერმოსკრინინგს, გეგმიურ ტესტირებებს, ხოლო იზოლაციასა და დისტანციური მუშაობის რეჟიმზე მყოფი პირები კონტროლდებიან შესაბამისი სამსახურების მიერ. სიმპტომების ნებისმიერი გამოვლენა არის აღრიცხული და ასეთი სიტუაციაში სამხედროები იმყოფებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მათ უტარდებათ ტესტირება ან/და ხდება გადაყვანა გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც ისინი უზრუნველყოფილი არიან მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურებით. შესაბამისად, ცალკეული ტელევიზიების მიერ ასეთი შინაარსის დეზინფორმაციის გავრცელება არის არსებული სისტემის ეფექტურობის დისკრედიტაციისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics